თბილისის № 118-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით სკოლაში ჩატარდა კამპანია „სუფთა სკოლა“. მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო, სკვერისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე დარგეს ნარგავები, შეღებეს სკოლის ღობე, მოამზადეს და გამოფინეს თემატური პლაკატები.