USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა საქართველოს 10 რეგიონიდან მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგები წარმოადგინეს. მოსწავლეთა ნამუშევრებს გაეცნენ სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და მედიის წარმომადგენლები.

მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტები ეხებოდა თანატოლთა შორის ჩაგვრის შემცირებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, საგზაო უსაფრთხოებას, ბუნების დაცვას და ნაადრევი ქორწინების პრევენციას. მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს ფორუმ თეატრი ბავშვზე ძალადობის თემაზე.

წარმატებულ სკოლებსა და კლუბის მეურვეს გადაეცათ სიგელები.