2019 წლის 25 მაისს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. კონფერენციის სტუმრებმა დაათვალიერეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა.

300-მდე პედაგოგი საქართველოს ყველა რეგიონიდან სამოქალაქო განათლების სფეროში არსებულ სიახლეებს გაეცნო. კონფერენციის მსვლელობისას, სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად და რეგიონულ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.