დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის აზერბაიჯანული სექტორის მე-9 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი „ჩემი საყვარელი სივრცე“, რომლის მიზანი სკოლის გარემოს გაუმჯობესება და კითხვის პოპულარიზაცია იყო.მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა სკოლაში, რა ჟანრის ლიტერატურას და რომელი წიგნების წაკითხვას ისურვებდნენ მოზარდები. კითხვის პოპულარიზაციის მიზნით მოსწავლეებმა მოიძიეს ცნობილი ადამიანების გამონათქვამები განათლებაზე და პლაკატების სახით გამოფინეს სკოლაში.
უმცროსკლასელებს, აქცია „დიდები უკითხავენ პატარებს“ ფარგლებშ, მოსწავლეებმა ქართულ ენაზე წაუკითხეს საბავშვო მოთხრობები და ქართული ზღაპრები. მოსწავლეებმა მოამზადეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები ქართველ და აზერბაიჯანელ მწერლებზე ილია ჭავჭავაძესა და ფათალი ახუნდოვზე.
სკოლაში მოეწყო კონკურსი „ვინ უკეთ კითხულობს ქართულად“, გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელებსაც გადაეცათ ქართული წიგნები საჩუქრად. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა შეიძინეს ქართული მხატვრული საბავშვო ლიტერატურა და საოფისე ავეჯი, მათ შორის წიგნის კარადები, თაროები, მაგიდა და სკამები, რომელიც განთავსდება სკოლის მიერ გამოყოფილ სამკითხველო ოთახში.
სკოლამ სამკითხველო ოთახის გარემონტების თხოვნით მიმართა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას და უკვე დაწყებულია სარემონტო სამუშაოები.პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ მოწვეული სტუმრები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმაგიორგი კეკელიძემ მოსწავლეებს აჩვენა მოკლეფილმი მავნე ჩვევებზე და განიხილა მათთან ერთად თუ როგორი უარყოფითი გავლენა შეიძლებამოახდინოს მავნე ჩვევებმა მოზარდის ცხოვრებაზე, ხელი შეუშალოს განათლების მიღებასადა წარმატების მიღწევაში.
დასასრულს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ სახელით ირგანჩაის საჯარო სკოლას გადაეცა ქართული წიგნები. პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში,რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსურიმხარდაჭერით.