თბილისის № 108 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია თუ რამდენად
საჭიროა სისხლის გარკვეული მარაგის არსებობა ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. სკოლასა და თემში აწარმოეს საინფორმაციო კამპანია სისხლის უანგარო გაღების მსურველთა მოსაძიებლად.

მოსწავლეებში გამოაცხადეს სლოგანების კონკურსი „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“ და შერჩეული
ფრაზები გამოფინეს სკოლის დერეფანში. მოამზადეს და გაავრცელეს საინფორმაციო ფლაერები.მოსწავლეები დაუკავშირდნენ სისხლის ეროვნულ ბანკს, რომელმაც სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა მშობლებისგან, პედაგოგებისგან, თემის წევრებისგან და რამდენიმე ათეული მსურველისგან ჩაიბარეს სისხლი.კლუბის წევრებმა გამოიწვიეს სხვა სკოლების კლუბები, რომლებიც სკოლებში გაუწევენ ორგანიზებას მსგავსი ღონისძიების ჩატარებას.