საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, თანატოლთა შორის წიგნის კითხვის მოყვარულთა რაოდენობის დასადგენად გამოკითხვა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები ნაკლებ დროს უთმობენ კითხვას.,,სოფელში არის ბიბლიოთეკა, რომელიც არ ფუნქციონირებს.
გადავწყვიტეთ იქ არსებული წიგნების გამოყენებით გაგვემდიდრებინა სკოლის ბიბლიოთეკა და გაგვეზარდა თანატოლებში კითხვისადმი დაინტერესება. მივმართეთ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას და საგარეჯოს საბიბლიოთეკო გაერთიანებას დახმარებისათვის, რომლის შედეგადაც სკოლის ბიბლიოთეკას 3500 წიგნი გადმოეცა‘ – განაცხადა სამოქალაქო კლუბის წევრმა ხატია ხუმარაშვილმა.ბიბლიოთეკაში უკეთესი გარემოს შექმნის მიზნით, მოსწავლეებმა განალაგეს წიგნის კარადები, მაგიდები და სკამები.
წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით კი სკოლაში დაარსდა მკითხველთა კლუბი, რომლის წევრები თვეში ერთხელ გამოსცემენ ხელნაწერ ჟურნალს.