2018 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრა. პროგრამის დირექტორმა, მარინა უშვერიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო პროგრამის ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წლის მანძილზე სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული საქმიანობის შედეგები.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის მრჩეველთა კომიტეტის წევრები – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ორგანიზაცია PH International-საქართველოს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.