თბილისის 103-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა თემში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე საინფორმაციო კამპანია აწარმოეს. მოსწავლეებმა დაადგინეს, რომ საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭიროა სკოლის წინ ზებრა გადასასვლელის დახაზვა და წრეზე მოძრაობის მარეგულირებელი საგზაო ნიშნის დაყენება.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით მოსწავლეებმა მერიის სატრანსპორტო სამსახურს წერილობით მიმართეს. პასუხის მოლოდინში, მოსწავლეებმა სკოლაში მოიწვიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ჩაატარა ლექცია საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე.

კლუბის წევრებმა დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები, გამართეს ქუჩის აქცია და მოუწოდეს მძღოლებს და ქვეითებს საგზაო უსაფრთხოებისაკენ.