ქვემო გომის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, სკოლაში თანატოლთა შორის ძალადობის შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებულობის დონის დასადგენად შეადგინეს კითხვარი, გამოკითხვა ჩაატარეს და შედეგები შეაჯამეს. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ სკოლაში ინფორმირებულობის ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით მაღალია და მოსწავლეების დამოკიდებულება ძალადობის მიმართ უარყოფითია.

მიუხედავად ამისა, სკოლაში თაანტოლთა შორის ძალადობის შემთხვევები მაინც არსებობს. რამდენიმე მოსწავლემ აღნიშნა, რომ თავადაც ყოფილა ძალადობის ინიციატორი.თანატოლთა შორის ძალადობის პრევენციის მიზნით სკოლაში ჩატარდა კონფერენცია ,,არა ბულინგს, არა ძალადობას!”, მოეწყო მოსწავლეების მიერ მომზადებული ნახატების და პლაკატების გამოფენა.

საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელით.