ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის, სოფელ აწყურის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის და სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა აწარმოეს საინფორმაციო კამპანია არჩევნების ჩატარების და მასში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.მოსწავლეებმა სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს, ხოლო არჩევნების მნიშვნელობის უკეთ გააზრების მიზნით დაამზადეს საინფორმაციო ფლაერები და გაავრცელეს მოსახლეობაში.