სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასკოლო სამოქალაქო კლუბების ინიციატივით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა ჩაატარეს ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ახალციხის №1, №5, №6, სოფლების – ღრელის, ბენარის, მლაშეს საჯარო სკოლების და კერძო სკოლა ,,მზექას“ მოსწავლეებმა.
ვიქტორინას წინ უძღვოდა ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის, ადრეული ქორწინების და ინფექციური დაავადებების პრევენციის თემებზე. ტრენინგები ჩაატარეს ასოციაცია „ჰერა XXI“-ს თანასწორ-განმანათლებლებმა.ვიქტორინაში გამარჯვებულ საჯარო სკოლების გუნდებს საჩუქრები გადაეცათ.