ქარელის  მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის სასკოლო  სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა არდადეგების პერიოდში სკოლის ეზოს მოწესრიგება და გამწვანება გადაწყვიტეს. მშობლების, სკოლის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხარდაჭერით მოსწავლეებმა ეზო დაასუფთავეს,  მოაწესრიგეს და მცენარეები დარგეს.

ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს და პედაგოგებს სკოლაში განახლებული და გამწვანებული გარემო დახვდებათ. „ზაფხულის არდადეგების  მიუხედავად მოსწავლეები  კვირაში ორჯერ რწყავენ დარგულ მცენარეებს, ეზოს მოვლა-პატრონობასა და მის გამწვანებაზე  სამომავლოდაც  იზრუნებენ“ – აღნიშნა  კლუბის მეურვე პედაგოგმა თეა ლომიტაშვილმა.