წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნეს, შექმნეს მონიტორინგის ჯგუფი ,,მწვანე ინსპექტორი“ და Facebook -ის დახურული ჯგუფი, სადაც იხილავდნენ მწვანე ინსპექტორების მიერ გამოვლენილ ეკოლოგიურად დაბინძურებული უბნების მდგომარეობას და არსებული პრობლემების მოგვარების გზებს.გამოვლენილი დაბინძურებული ადგილების მოსაწესრიგებლად მოსწავლეებმა ჩაატარეს დასუფთავების, გამწვანების აქციები და საინფორმაციო კამპანია თემის წევრებისთვის ბუნების დაცვის აუცილებლობის საკითხებზე. თემში გამოცხადდა კონკურსი  საუკეთესო ეზოს გამოსავლენად და გამარჯვებული დაჯილდოვდა პრიზით.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ,,მწვანე ინსპექტორების“ მორიგეობა მომავალშიც გაგრძელდეს, პერიოდულად მოვაწყობთ დასუფთავებისა და გამწვანების აქციებს. ასევე კონკურსი ,,ყველაზე ლამაზი ეზო“ ჩვენი კლუბის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ყოველწლიურად გაიმართება.“ – განაცხადა ანი ბოკუჩავამ, სოფელ ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა.