სოფელ მერჯევის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები ხელს უწყობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას.სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა, ,,ყრუთა კავშირის“ წარმომადგენლებთან გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები. საჩხერის თეატრის ახალგაზრდა მსახიობების დახმარებით, სკოლაში თოჯინების სპექტაკლი დაიდგა.
მოსწავლეებმა ერთობლივად იმუშავეს ანიმაციურ ფილმზე, რომელიც ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის არის ადაპტირებული.,,ჩვენს სკოლაში რამდენიმე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვია. ჩვენ დიდი სურვილი გვქონდა, რომ სასკოლო გარემო მათთვისაც მაქსიმალურად კომფორტული და ადაპტირებული ყოფილიყო“ – ამბობს კლუბის ლიდერი, ირაკლი ენუქიძე.