ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლის ეზოში სკვერი მოაწყვეს. სკოლაში გამოაცხადეს კონკურსი ,,ჩვენი ეზო“ , მოსწავლეების მიერ შემუშავდა სკვერის გეგმა და შეირჩა საუკეთესო პროექტი.
სკოლის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა მოსწავლეების ინიციატივას – გამოყო საჭირო ინვენტარი, მასალა, უზრუნველყო ტრანსპორტირება. მოსწავლეების და მასწავლებლების ერთობლივი ძალისხმევით შემოიღობა და გასუფთავდა სკვერისთვის გამოყოფილი ტერიტორია, გაკეთდა ქვაფენილები და ბილიკები, დაირგო ყვავილები და დეკორატიული ბზის ნერგები.
„ჩვენ ხალისით ჩავერთეთ სკვერის მოწყობის საქმიანობაში, გალამაზდა სკოლის ეზო, ჩვენ მომავალშიც ვიზრუნებთ გარემოზე“ – განაცხადა კლუბის ლიდერმა თამარ აბრამიშვილმა.