თბილისის და მცხეთის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო მასალა, მოაწყვეს იმიტირებული სასამართლო პროცესი „დედამიწა და ადამიანი“, თემატური ფილმის ჩვენება და დისკუსია, დასუფთავების და გამწვანების აქციები, ნარჩენებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და ჩაატარეს აქცია „აქციე მაკულატურა წიგნებად“.აქტივობებში მონაწილეობდნენ თბილისის №48, №59, №108, ვაზისუბნის და მცხეთის №1 სკოლების მოსწავლეები.