2015 წლის 21 თებერვალს, მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს, სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბებმა საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს. “კლუბების ერთ-ერთ საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეებს დაგვებადა აზრი მშობლიური ენის საერთაშორისო დღე, რაც შეიძლება მასშტაბურად აგვეღნიშნა, რისთვისაც სოციალური ქსელი გამოვიყენეთ”-განაცხადა №217 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრმა ანა მაისურაძემ.
მოსწავლეების მიერ წამოწყებული Facebook აქცია, რომელიც ახლაც გრძელდება, სწრაფად გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში და მას რამდენიმე ასეული ადამიანი შემოუერთდა. საინფორმაციო კამპანია 21 თებერვალს დედაენის ძეგლთან გაგრძელდა, საიდანაც მოსწავლეები ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით დაიძრნენ და მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს.
მშობლიური ენის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირიც შემოუერთდა, იგი მოსწავლეებს აქციის პირველი დღიდან მხარში ედგა და მის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა. აქციაში მონაწილეობა შეუძლია ყველას!
• მარცხენა ხელის გულზე დაიწერეთ ბარბარიზმი და გადახაზეთ, მარჯვენა ხელზე კი მისი ქართული შესატყვისი.
• გადაიღეთ ფოტო და განათავსეთ Facebook გვერდზე
• გამოიწვიეთ მეგობრები
აქცია გააშუქა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო1-მა და საინფორმაციო სააგენტო Prime Time-მა. http://radio1.ge/media-view/19484
http://primetimenews.ge/news/აქცია-დავიცვათ-ქართული/