ჩვენმა წარმომადგენლებმა უკვე გამართეს მოსამზადებელი შეხვედრები ტრენერებთან და პროგრამაში ჩართული სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან, რომლებიც მოსწავლეებს გადასცემენ ინფორმაციას ონლაინსკოლაში მონაწილეობის შესახებ.
საზაფხულო ონლაინსკოლაში ბავშვები შეისწავლიან შემდეგ თემებს:
• ციფრული მოქალაქეობა
• მედიაწიგნიერება და ინფორმაციული წიგნიერება
• კიბერჰიგიენა და კიბერუსაფრთხოება
• კიბერბულინგის პრევენცია
• ფინანსური წიგნიერება
• ვებდიზაინი
• თამაშების დეველოპმენტი
• მობილური აპლიკაციების
დეველოპმენტი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა საზაფხულო ონლაინსკოლას მის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორთან – ჯეოლაბთან ერთად ახორციელებს.