გურიის, სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა, სოფლის უხუცეს ქალბატონებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და თემის წევრების და სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით საჩუქრები გადასცეს. ,,როდესაც დახმარების გაწევას დააპირებ, კარგად უნდა დააზუსტო რა სჭირდება კონკრეტულ ადამიანს.

ჩვენც ასე მოვიქეცით, ჯერ გავიგეთ რა სჭირდებოდათ ჩვენი თემის ხანდაზმულებს და შესაბამისად მოვამზადეთ საჩუქრები“ – ამბობს ნინო კეჭაყმაძე, კვირიკეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი.