I ადგილი – რუსთავის #4 საჯარო სკოლა – დაჩი გაჩეჩილაძე, დიმიტრი ერვანდიანიII ადგილი – თბილისის #154 საჯარო სკოლა – თამარ ბერიძე, მარიამ გურგენიძე, თინათინ შავიძე, ნიკოლოზ ცუცქირიძეIII ადგილი – ბოლნისის #5 საჯარო სკოლა – საბა ანდიაშვილი, მათე გოგებაშვილი, გიორგი ქალდანი, ბასილი პეტრიაშვილიმონაწილეებს უნდა შეემუშავებინათ მობილური აპლიკაციის, კომპიუტერული თამაშის, ვებგვერდის ან სხვა ელექტრონული რესურსის პროტოტიპი, ანუ, ისეთი ელექტრონული რესურსის იდეა და ნაწილობრივ მომუშავე ვერსია, რომელიც დაეხმარება ადამიანებს მნიშვნელოვანი სოციალური და სამოქალაქო პრობლემების ირგვლივ გაერთიანდნენ და უკეთესობისაკენ შეცვალონ გარემო, რომელშიც ცხოვრობენ.ჰაკათონში 115-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და ისინი 30 ჯგუფად იყვნენ დაყოფილი. ჰაკათონი ჩატარდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, GeoLab-ის მიერ.