2015 წლის 15 მარტს, ჯურუყვეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით მოწესრიგდა სკოლის ეზო, დამონტაჟდა ხის სკამები, გაშენდა  ყვავილნარი და დაირგა ნაძვის ხის ნერგები. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, თითოეული ნერგის მოვლა-გახარებაზე კონკრეტული მოსწავლე იზრუნებს, რაც ერთგვარი სტიმულია მათთვის, რომ უფრო გულისხმიერად მოეკიდონ საქმეს.

საკლუბო ინიციატივის განხორციელებაში მოსწავლეებმა ჩართეს სკოლის დირექცია და ადგილობრივი თემი. სკამებისთვის ფიცრები, რკინის კონსტრუქციები და საღებავები სკოლის დირექციამ შეიძინა, ხოლო ნარგავების შეგროვება მოსწავლეებმა სოფლის მოსახლეობის დახმარებით შეძლეს.

,,სკოლის ეზოში  სკამების დამონტაჟება და მისი გამწვანება დიდი ხანია გვინდოდა. სამოქალაქო კლუბმა სკოლის ეზოს მოწესრიგება ეფექტურად  განახორციელა სხვადასხვა მხარესთან თანამშრომლობის გზით‘’, – აღნიშნა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ვიოლეტა კვაჭაძემ.

ინიციატივის განხორციელებაში ჩაერთვნენ სამოქალაქო კლუბის წევრები, სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და თემის წარმომადგენლები.