სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლის IX და X კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დახმარება გაეწიათ უმცროსკლასელი მოსწავლეებისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, განსაკუთრებით კი დახმარებოდნენ მათ გაკვეთილების მომზადებაში და იმ საგნების დაძლევაში, რომელთა ათვისება მათ უფრო უჭირდათ. ასევე, მეტი დრო დაეთმოთ მათთვის და ხელი შეეწყოთ მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის.
მოსწავლეებმა ინიციატივა სკოლის დირექტორს ქ-ნ მარინე ბოლაშვილს გაუზიარეს, ქ-ნი მარინე დადებითად შეხვდა ამ ინიციატივას და მოსწავლეებს ამისათვის საკლასო ოთახიც კი გამოუყო. ,,ყოველთვის მიჭირდა გაკვეთილების დამოუკიდებლად მომზადება, ძალიან მიხარია რომ უფროსკლასელებმა გადაწყვიტეს ჩემი და ჩემი თანატოლების დახმარება“ – თქვა მე-5 კლასის მოსწავლემ ნინო კიკილაშვილმა.