საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბადიაურის და ყანდაურას სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა გადაწყვიტეს თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგები, მოიწვიეს სკოლაში ექიმი, რომელმაც ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხებზე ისაუბრა, თემში დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები და ორგანიზება გაუკეთეს ერთობლივ მარათონს.
მარათონს მხარი დაუჭირეს ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა და გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცეს. მარათონის მონაწილეების საგზაო უსაფრთხოება უზრუნველყო პოლიციამ.
,,მე გახარებული ვარ მოსწავლეების სამოქალაქო აქტივობით და მივესალმები მათ ინიციატივას – ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლოთ მათთან,“ -სთქვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა ლაშა საგინაშვილმა.