ქუთაისის №14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის “ჰუმანისტები” ინიციატივით ველომარათონი გაიმართა დევიზით “ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია”. მარათონის ორგანიზებაში კლუბს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი დაეხმარნენ.

ველორბოლის უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი უზრუნველყოფდა. მარათონში ქუთაისის №14, 30, 41 საჯარო სკოლების მოსწავლეების გარდა, ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენელი მერაბ დანელია და საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე მონაწილეობდნენ.

დასასრულს, მარათონის ყველა მონაწილეს დიპლომი გადაეცა.