ღონისძიებაზე დასახელდა 5 სკოლა, რომელმაც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა და წლის ლიდერი სკოლის სტატუსი მოიპოვა. გამარჯვებული სკოლები არიან:
სსიპ – აფხაზეთის N15 საჯარო სკოლა
სსიპ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლა
სსიპ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა
სსიპ – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლა
ლიდერი სკოლები, მომავალ აკადემიურ წელს, საკუთარ ცოდნასა და გამოხდილებას რეგიონის სხვა სკოლებს გაუზიარებენ.
ასევე, შეხვედრაზე პროგრამის პარტნიორმა სკოლებმა წარმოადგინეს მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული ინიციატივები. ამავდროულად, ერთმანეთს გააცნეს მცორე საგრანტო კონკურსის და ბიზნესის მხარდაჭერის შედეგად განხორციელებული პროექტები.
სამეგრელო-ზემო სვენეთის რეგიონში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორია ასოციაცია “ათინათი”.