2016 წლის 9 ივნისს, გორში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ შიდა ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა გააცნეს ადგილობრივ საზოგადოებას, პარტნიორი სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
პროგრამის მიმდინარეობაზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის “ბილიკი” კოორდინატორმა ლია გორელიშვილმა, ხოლო რეგიონში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობის პრეზენტაცია წარმოადგინა ფორუმის კოორდინატორმა ლელა წურწუმიამ. ღონისძიების დასასრულს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა ქ-ნმა მარინა უშვერიძემ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლა და პედაგოგები დააჯილდოვა.
ასევე, წარმატებულ სამოქალაქო კლუბებს, პედაგოგებს და აქტიური მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები საზოგადოება „ბილიკის“ მიერ. ღონისძიება გააშუქა ადგილობრივმა მედიამ ტელეკომპანიებმა „დია“, „თრიალეთი“ და რადიო „მოზაიკა”.