სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის №1 საჯარო სკოლის, მე-10 კლასის მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა საკლასო პროექტი, ,,წიგნიერი თაობა“, რომელიც სოფლის ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად. საკლასო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს წიგნის კითხვის კლუბი.

კლუბში კვირაში ერთხელ მოეწყობა ჯგუფური კითხვა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან. სოფლის ბიბლიოთეკამ მოსწავლეებს ამ ღონისძიებისთვის დაუთმო დარბაზი და ერთ-ერთი ბიბლიოთეკარიც დაეხმარება მათ ნაწარმოებების შერჩევაში.

მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები და გაავრცელეს საზოგადოებაში ინფორმაცია კლუბის შესახებ, უფრო მეტი მსმენელების მოზიდვის მიზნით.