ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის №1 სასწავლებლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი ,,ბიბლიოგრაფია;;. პროექტის მიზანი სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამდიდრება და მკითხველთა კლუბის შექმნა გახლდათ.
პროექტის დასრულების შემდეგ კლუბმა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამდიდრებისთვის ზრუნვა განაგრძო. მოსწავლეები სხვადასხვა ორგანიზაციებს დაუკავშირდნენ დახმარებისთვის, მათ შორის ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებას.
მოსწავლეთა ინიციატივას ქალაქის მერმა დაუჭირა მხარი და სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამდიდრებისთვის თავისი წვლილი თვითმმართველობამაც შეიტანა. ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა თამუნა ნიკოლეიშვილმა სკოლას 1000 ლარის ღირებულების წიგნები გადასცეს.