2015 წლის  20-23 იანვარს თბილისის №102 საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბის წევრებმა  სკოლაში, პედაგოგების დახმარებით, ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს, რომლის დროსაც პედაგოგებს და მოსწავლეებს  თემატური პრეზენტაციები და ვიდეორგოლები წარუდგინეს. „თუკი თავისუფალ დროს მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებს არ მოვანდომებთ, უფრო ჯანმრთელები ვიქნებით.

ძალიან გვინდა, რომ ჩვენს სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესი დავამკვიდროთ“- განაცხადა სამოქალაქო კლუბის ლიდერმა. ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად სამოქალაქო კლუბის ინიციატივით სკოლაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, ხოლო 23 იანვარს თბილისის №102 და №171 საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის საფეხბურთო  მატჩი  გაიმართა, რომელიც  მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.