ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად ერთი დღე ქუჩაში გაატარეს, რათა უკეთ დაენახათ მათი პრობლემები და საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს მათ სახელმწიფო, სტუმრად მოიწვიეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის კომისიის წევრი, გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი, სოციალური მუშაკი და იმსჯელეს, თუ რამდენად ფარავს არსებული სახელმწიფო სერვისები რეალურ საჭიროებებს. სამოქალაქო კლუბის წევრები ეწვივნენ დღის ცენტრის და მცირე საოჯახო სახლის აღსაზრდელებს და მათთან ერთად გაატარეს ერთი დღე, ასევე გადასცეს სასწავლო რესურსები.