პროექტის ფარგლებში შეიქმნა „მხარდამჭერ მშობელთა კლუბი“, რომელშიც გაწევრიანდნენ მოხალისე მშობლები და შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა. პროექტის ფარგლებში გაიმართა საუბრები თემებზე კიბერბულინგის პრევენცია და ეფექტური კომუნიკაცია მასწავლებელსა და მშობელს შორის. ამავდროულად, მშობლების ჩართულობით, სკოლაში მოეწყო კინოჩვენება, შეჯიბრი ფრენბურთში და შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. ასევე, დასუფთავდა სკოლის ტერიტორია და გაშენდა ვარდების ხეივანი. პროექტის დასასრულს აქტიური მშობლები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. პროექტი გახდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის იდეათონის გამარჯვებული და დაფინანსდა 500 ლარით.