სოფელ საირხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დემოკრატიული ღირებულებების შესახებ თანატოლების ინფორმირების მიზნით ფლაერი მოამზადეს და სოციალური მედიის მეშვეობით გაავრცელეს.მცირე გრანტის პროექტის „ჩვენ ვსწავლობთ დემოკრატიას” ფარგლებში, მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი დემოკრატიის ძირითადი პრინციპების შესახებ, შემდეგ გაიმართა დისკუსია. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეო „დემოკრატია და მე” და გამოაცხადეს ესეების კონკურსი „რატომ დემოკრატია?”

პროექტის ფარგლებში შექმნილი ყველა საინფორმაციო მასალა გავრცელდა სოციალური მედიის საშუალებით.