2016 წლის 2 დეკემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა მცირე გრანტის პროექტის „ჩვენ ვიცავთ კანონს“ პრეზენტაცია. ღონისძიება გახსნა ივ.

ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მაია გულიაშვილმა. მან ისაუბრა სამოქალაქო პროგრამისა და მცირე გრანტის კომპონენტის მნიშვნელობაზე.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა, მოწვეულ სტუმრებს, საკლასო პროექტის „ჩვენ ვიცავთ კანონს„ პრეზენტაცია წარუდგინეს და ისაუბრეს პროექტის მიზანზე, რომელიც გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და „ნარჩენების შესახებ“ კანონის ამოქმედების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. შეხვედრას ესწრებოდნენ საკლასო პროექტის მხარდამჭერები – ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, გამგებლის პირველი მოადგილე ანზორ სვანიძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი ნათია მულაძე, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი იზოლდა ლომიძე.

ყველა მათგანმა პროექტის განხორციელებაში ჩართვის მზაობა გამოთქვა. აღნიშნული ღონისძიება გაშუქდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე და ადგილობრივი ტელეკომპანიის „ბორჯომი“ საშუალებით.