2014 წლის 18 დეკემბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; ფარგლებში განახორციელეს პროექტი „ჩვენ ვიცავთ თანატოლთა უფლებებს“. პროექტის ორგანიზებაში მოსწავლეებს დახმარება გაუწიეს სამოქალაქო განათლების, ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა.

მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები, მოეწყო ძალადობის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა, ჩაატარეს ესეების კონკურსი თემაზე “არა ძალადობას“. შეირჩა ორი საუკეთესო ესსე, რომელიც აქციაზე ავტორებმა წაიკითხეს.