ბათუმის „გიმნაზია 21-ე საუკუნის“ მცირე გრანტის პროექტი „ჩვენ გვსურს ჯანსაღი ცხოვრება“ მიზნად ისახავდა სკოლაში და ადგილობრივ თემში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და მოზარდებში თავისუფალი დროის სწორად გამოყენების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში სკოლამ შეიძინა სპორტული ინვენტარი, მოეწყო სპორტული შეჯიბრებები მოსწავლეთა მონაწილეობით, ჩატარდა ნახატების კონკურსი ნიკოტინის მავნებლობის თემაზე, ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესზე და ფილმის ჩვენება ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე.

პროექტს მხარი დაუჭირა სკოლის ადმინისტრაციამ და მოსწავლეებს გადასცა ჭადრაკის დაფები თავისუფალი დროის შინაარსიანად გამოყენებისათვის. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ბლოგი http://projectusaid.blogspot.com/, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს ფუნქციონირებას ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით.

ია კიწმარიშვილი, პედაგოგი, პროექტის ხელმძღვანელი – „პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები უფრო მეტად მოტივირებულები გახდნენ და ახალი შემართებით ელიან სასწავლო წლის დაწყებას, რადგან მათ მიერ განხორციელებული პროექტი სტიმულს აძლევს იყვნენ უფრო აქტიურები და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიხედვით“.