ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი „ჩემი სკოლის ეზო- სუფთა გარემო“. სკოლაში ჩატარდა ტრენინგი ეკოლოგიასა და გარემოს დაცვის საკითხებზე, კლუბის წევრებმა დადგეს სკოლაში მწვანე ყუთი მაკულატურის შესაგროვებლად სლოგანით – „შეაგროვე მაკულატურა და გაუფრთხილდი ხეს“, მოაწყვეს ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავდა სოფლის ეკოლოგიურ მდგომარეობას და სკოლის ეზოს დასუფთავების, გამწვანების აქცია სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლების მონაწილეობით.„ასეთი პროექტები გვეხმარება ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს დაცვის მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდაში.
სკოლის ეზოს კეთილმოწყობაზე და გამწვანებაზე სამომავლოდაც ვიზრუნებთ, რადგან ბუნების გაფრთხილებით საკუთარ ჯანმრთელობასაც ვუფრთხილდებით“ – განაცხადა ელენე ედილაშვილმა, სამოქალაქო კლუბის ლიდერმა მოსწავლემ.