ჩაქვში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაიმართა 3-დღიანი ტრენინგი დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ეკონომიკური მდგრადობის შესახებ.
ტრენინგს უძღვებოდა პაატა შანშიაშვილი, აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელი, რომელმაც განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მდგრადი განვითარებასაერთაშორისო და ეროვნული სამართალიკანონაღსრულება და უსაფრთხოებასივრცული ორგანიზაცია და დაგეგმვავიზიტორთა მომსახურება და საჯარო გამოყენებებიბუნებრივ-კულტურული რესურსების მართვა ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ მტირალას ეროვნულ პარკს, რაც მიზნად ისახვდა ბიომრავალფეროვნების და დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ქცევის წესების გაცნობას.
ტრენინგი გაიმართა USAID-ისა და USDOI-ITAP-ის NPE პროგრამის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აჭარის რეგიონის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა წარმოადგინეს თემატური ინიციატივები, რომელთა განხორციელების ხელშეწყობა მოხდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში.