ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანის” მე-9 და მე-10 კლასებმა საკლასო პროექტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას დაუთმეს. პროექტის ფარგლებში მე-10 კლასის მოსწავლეები ბოლნისის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ.

აღსაზრდელებთან ერთად დაამზადეს პოსტერები ტოლერანტობასა და თანასწორუფლებიანობის თემებზე. ისაუბრეს სრულფასოვანი გარემოს არსებობის მნიშვნელობაზე.

დაგეგმეს ერთობლივი ღონისძიებები. მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე საინფორმაციო კამპანიით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა დაამზადებს პოსტერები, რომლებიც სკოლის ფოიეში გამოფინეს და უმცროსკლასელებს დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. განიხილეს შშმ პირთა ინტეგრაციის საკითხი საზოგადოებაში და თითოეული მოქალაქის როლი ამ პროცესში.