2015 წლის 1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, კახეთში მუკუზანის და თელავის №6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბებმა აღნიშნეს. თელავის №6 სკოლაში, მოსწავლეებმა და პედაგოგმა მოამზადეს პრეზენტაცია აივ ინფექციის შესახებ და გააცნეს სკოლის მოსწავლეებს.
ასევე, მოამზადეს კედლის გაზეთები და განათავსეს სკოლის დერეფანში. მუკუზანის სამოქალაქო კლუბის მიერ კი ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით ,,შიდსი მეგობრობით არ გადადის“.
ტრენინგს ესწრებოდნენ ამავე სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეები. ,,საინფორმაციო კამპანიის მიზანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ აივ ინფიცირებულებთან ურთიერთობა არ შეიძლება, სწორედ ამიტომ დღეს ვისაუბრეთ სტიგმასა და დისკრიმინაციაზე.
ყველამ უნდა იცოდეს ,,შიდსი მეგობრობით არ გადადის“ – თელავის №6 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი სერგი ხოზბერუაშვილი.