იმერეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსს მადონა ბასილაძეს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე იმსჯელეს, რომელთა შორის იყო: ადრეული ქორწინება, ბავშვთა უფლებები და მოვალეობები, ბულინგი სკოლებში და სხვა.
„ჩვენთვის, როგორც სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ახალგაზრდებისთვის, მნიშვნელოვანია, კარგად ვიცნობდეთ ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებს და იმას, თუ რა გზები არსებობს მათ დასაცავად ჩვენს სახელმწიფოში.
მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებში მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას უწყობს ხელს“ აღნიშნა შეხვედრაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა თინათინ ლაბაძემ.