2015 წლის 27 ნოემბერს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტში, პროგრამის „მომავლის თაობა” ფარგლებში, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა – სემინარი სამოქალაქო განათლების საკითხებზე საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელების მონაწილეობით. შეხვედრა მიზნად ისახავდა რესურსცენტრების ხელმძღვანელების ჩართულობას დარგის განვითარების საქმეში და სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობას სკოლებში.

თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტში ჩატარებულ შეხვედრას უძღვებოდა განთლების ექსპერტი ბ-ნი რევაზ აფხაზავა. რესურსცენტრების ხელმძღვანელებს მიეწოდებათ ინფორმაცია სამოქალაქო განათლების როლზე სკოლის ცხოვრებაში, სამოქალაქო განათლებისა და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმებს შორის არსებულ კავშირზე.

ასევე, მონაწილეები გაეცნენ პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს, პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს. პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში სამოქალაქო განათლების საკითხებზე სულ ჩატარდება 4 სემინარი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები საქართველოს ყველა რეგიონიდან.

შეხვედრებს ასევე, დაესწრებიან პროგრამის “მომავლის თაობა” პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ პრეზენტაციას პროგრამის საქმიანობის შესახებ მათ რეგიონში და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან ერთად დასახავენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს.