2017 წლის 10 თებერვალს,
ქ. გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის
თაობა“ მონაწილე შიდა ქართლის რეგიონის სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ
მიერ სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა.

მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი  პროექტები ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის ადამიანის
უფლებების დაცვა, თანატოლთა შორის ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა,
გარემოზე ზრუნვა
 და სხვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქ-ნი ლია
გიგაური, ამერიკის შეერთებული  შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს
მისიის დირექტორი, ბ-ნი  დუგლას ბოლი, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორი, ქ-ნი მარინა
უშვერიძე,  PH International – ის საქართველოს ოფისის დირექტორი,
ბ-ნი ბერდია ნაცვლიშვილი,  ადილობრივი
მუნიციპალიტეტის, საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის
წარმომადგენლები და  პროგრამის „მომავლის თაობა“ შიდა ქართლის პარტნიორი
სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.

სამოქალაქო
განათლების პროგრამას „მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. შიდა ქართლის რეგიონში
პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა საზოგადოება “ბილიკი“.