2015 წლის 28 იანვარს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ  აჭარის ტელე–რადიო კომპანიების და პრესის ჟურნალისტები.

შეხვედრის დროს წარმოდგენილი იყო პროგრამის „მომავლის თაობა“ პრეზენტაცია და პროგრამაში ჩართული სალიბაურის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ  განხორციელებული აქტივობები. შეხვედრაზე მოწვეულმა  ჟურნალისტებმა დაათვალიერეს აჭარის რეგიონში პროგრამაში ჩართული მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო გამოფენა, ხოლო მოსწავლეეებმა ჟურნალისტებს თავად გააცნეს მათ მიერ განხორციელებული  და დაგეგმილი პროექტები და ინიციატივები.

შეხვედრის ბოლოს ჟურნალისტებმა მზაობა გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ მოსწავლეების მიერ დაგეგმილ აქტივობებში. შეხვედრა გააშუქა ადგილობრივმა მედიამ.

http://www.tv25.ge/?page=news&news_id=15205 

შეხვედრა ორგანიზებული იყო  პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით. აჭარის რეგიონში პროგრამას პარტნიორობას უწევს ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.