2015 წლის 1 მაისს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, ქ. ქუთაისში შპს – ჩაღლარის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნოდარ ჭუმბურიძემ IX კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე „ბულინგი.“ შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის „მომავლის თაობა“ იმერეთის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი ნათია ნამიჭეიშვილი, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის იმერეთის რეგიონის კოორდინატორი სოფიო მურუსიძე და პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების 21 პედაგოგი.

გაკვეთილზე გამოყენებული იყო  პროგრამის ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელო „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე. “გაკვეთილი დაგეგმილი იყო სხვადასხვა ინტერაქტიული მეთოდებით , რამაც პროცესი აქტიური და საინტერესო გახადა.

გაკვეთილზე ჩანდა მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა. მოწვეულმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს როგორც პედაგოგის, ასევე მოსწავლეთა მიერ გაწეული საქმიანობა და წარმატებები უსურვეს მათ, დიდი მადლობა გადაუხადეს პედაგოგ ნოდარ ჭუმბურიძეს საინტერესო გაკვეთილისთვის.