2014 წლის 27 იანვარს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას ესტუმრნენ სადაც მარნეულის გამგებელს ბ-ნ მერაბ თოფჩიშვილს შეხვდნენენ. მოსწავლეებმა ბ-ნ მერაბს პროგრამის “მომავლის თაობა” მიზნები და საქმიანობა გააცნეს.
შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სოფელ ქვემო სარალის პრობლემები, კერძოდ, ეკოლოგიური პრობლემის ერთერთ მწვავე საკითხად, მოსწავლეებმა სოფელში სანაგვე ურნების არ არსებობა დაასახელეს. ბატონმა მერაბ თოფჩიშვილმა მოიწონა ახალგაზრდების ინიციატივ და თანადგომას და დახმარებას დაპირდა.
კერძოდ, გამგეობა სოფელს გადასცემს ხუთ სანაგვე ურნას და უზრუნველყოფს ნაგვის გატანას. – გავეცანი პროგრამას “მომავლის თაობა”, სამოქალაქო კლუბის წევრებს და მათ საქმიანობას.
ახალგაზრდები აქტიურად მუშაობენ და ცდილობენ თემის პრობლემების მოგვარებას. მოხარული ვარ და მზად ვარ დავეხმარო მათ ყველა მსგავს წამოწყებას და ინიციატივას -მერაბ
თოფჩიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი.