ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს, რომელშიც 50 -ზე მეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.არჩევნების პროცედურების შესახებ და მასში მონაწილეობის მნიშვნელობაზე მოსწავლეებს ესაუბრა სამოქალაქო განათლების პედაგოგი თეა სამხარაძე, რომელიც ამავე დროს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეცაა.”იმიტირებული არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში წარიმართა. ყველანი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ ჩვენს ფუნქციებს.

ჩვენ მომავალი ამომრჩევლები ვართ, ამიტომაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა პროცედურას გავეცნოთ და ამასთანავე ვიცოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა გააზრებული არჩევანი ქვეყნის მშენებლობის პროცესში“ განაცხადა სოფელ ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა გვანცა მაჩიტაძემ.