2015 წლის 11 თებერვალს სამოქალაქო კლუბ “ნინევიას” წევრებმა, პროგრამა “მომავის თაობის” ფარგლებში ჩაატარეს შეხვედრა თემაზე “ქალზე ძალადობა დანაშაულია_ შ ე ა ჩ ე რ ე !” კლუბის წევრებმა თემში ჩაატარეს კვლევა, გამოიკითხა სხვადასხვა ასაკის 50 რესპონდენტი, კითხვები გენდერულ თანასწორობას ეხებოდა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი, მოამზადეს პოსტერები და ვიდეო კოლაჟი ძალადობის თემაზე.

შეხვედრაზე, კლუბის წევრების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილება მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმა: სოფ გალავნის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა და პედაგოგებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულმა ძველ ქანდაში რატი ლემონჯავამ. „კლუბის თითოეული წევრი იყო ჩაბმული ამ პროექტში, მოსწავლეებმა აიმაღლეს ცნობიერება ძალადობასთან მიმართებაში, გაიმყარეს კვლევის, პრობლემის გამოკვეთის, პრეზენტაციის უნარები, რაც მათ მომავალ საქმიანობაში გამოადგებათ“ – სთქვა ინგა ბედიანაშვილმა, კლუბის მეურვე პედაგოგმა, შეხვედრის ბოლოს.