ქალთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად აჭარის რეგიონის სოფელ ახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონფერენცია მოაწყვეს – „ქალები თანასწორობისთვის”.კონფერენციაზე მოსწავლეებმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობასა და სხვა ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც სამოქალაქო ჩართულობაში ხელს უშლის ქალებს.გენდერული თანასწორობის შესახებ ცოდნის გაღრმავების მიზნით ამ ღონისძიებაში თემის წევრი გოგონები და ბიჭები მონაწილეობდნენ.კონფერენციის ფორმატში მათ პოსტერების გამოფენაც მოაწყვეს, რომელზეც წარმატებული ქალების ისტორიები და პორტრეტები წარმოადგინეს.