გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვაზისუბნის, შაშიანის და მუკუზნის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა ახალგაზრდულ ფორუმზე საგზაო უსაფრთხოების საკითხების მოგვარება გადაწყვიტეს. სკოლებში ჩატარდა ტრენინგი მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვის მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებმა დაამზადეს და თემში გაავრცელეს საინფორმაციო ბროშურები უსაფრთხოების წესების შესახებ, რითაც მოუწოდეს მძღოლებს დაიცვან ქვეითად მოსიარულეების უფლებები. ქ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის შედეგად ახმეტა-ბაკურციხის გზის 53-მე კმ-ზე, თელავის საგზაო სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად დამონტაჟდა საგზაო უსაფრთხოების ნიშანი ,,ციმციმა’, რაც საგრძნობლად უსაფრთხოს გახდის მოსახლეობის გადაადგილებას.