თბილისის  № 156 საჯარო სკოლის  IX კლასის  მოსწავლეებმა  განახორციელეს საკლასო პროექტი  ,,უსაფრთხო ახალი წელი’’. საკლასო პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირება პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგების შესახებ და რა ზიანს აყენებს გარემოს ნაძვის ხის მოჭრა.

მოსწავლეებმა, შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოამზადეს კედლის გაზეთი და  სკოლაში თანატოლებს გააცნეს. ხოლო ბუნების დაცვისა და უკანონო ხის მოჭრის პრევენციის მიზნით, მოსწავლეებმა  ხელნაკეთი ნაძვის ხეები დაამზადეს და სკოლაში გამოფენა მოაწყვეს.

აღნიშნულმა საკლასო პროექტმა აქციის სახე მიიღო და მას თბილისის  სხვა სკოლებიც შეუერთდნენ.